вторник, 3 июня 2014 г.

უპატრონო ძაღლები

ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების, ცხოველთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია.კაცობრიობისთვის ცნობილია , რომ ადამიანებს აკისრიათ უდიდესი მორალური ვალდებულება ყველა ცოცხალი არსების და განსაკუთრებით შინაური ცხოველების წინაშე,რომლებთანაც განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ. მხედველობაშია მისაღები ცხოველთა უდიდესი შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს ადამიანს და აქედან გამომდინარე მათ უდიდესი ღირებულება აქვთ საზოგადოებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შინაური ცხოპველები და შექმნას მათთვის აუცილებელი საარსებო პირობები. ქ. თბილისში უკვე დიდი ხანია დგას უპატრონო ცხოველების ძაღლების და კატების პრობლემა.უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობის გამო ადამიანებს ნამდვილად ეშინიათ შექმნილი სიტუაციის,ზოგიერთი მცხოვრები ამართლებს ძაღლმჭერი ბრიგადების მოქმედებას, ზოგიერთი კი აშკარად უპირისპირდება ამ პრაქტიკას და აკრიტიკებს იმ მეთოდებს, რომლებითაც ხორციელდება ეს. ვინაიდან არც პრობლემის და არც მისი შესაძლო გადაჭრის ნათელი წარმოდგენა თითქმის არავის არა აქვს, თითოეულ მხარეს თავისი საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა სურს. ცხოველების დამცველთა რიგები იზრდება და ვინაიდან უპატრონო ცხოველების და კატების განადგურების სტრატეგია და საშუალებები მართლაც იმსახურებს კრიტიკას, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სურს გადაარჩინოს უპატრონო ცხოველები, რაც მისასალმებელია და სასიხარულო. ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოვითხოვთ ,რომ ძაღლების და კატების პოპულაციური მართვა წარიმართოს ჰუმანური გზით და ეს გზა ცხოველთა სტერილიზაციაა.უნდა მოხდეს სპეც.ავტომეურნეობების ძაღლჭერი ბრიგადების ტექნიკური გადაიარაღება, ძაღლმჭერი მანქანების მოდერნიზება -რეკონსტრუქცია, სპეციალისტების გადამზადება, სტაჟირება უცხოეთში, ცხოველთა დაჭერა-იზოლაციის თანამედროვე ჰუმანური მეთოდების დანერგვა. ქალაქის ტერიტორიის დროული დასუფთავება ნაგვისაგან, სტიქიური ნაგავსაყრელების დროული ლიკვიდაცია, რომელზეც ბინადრობენ უპატრონო ცხოველები. ქალაქის ქუჩებში და გარეუბნებში მყოფი ავადმყოფი და გაველურებული უპატრონო ძაღლების დაჭერა-იზოლაცია და ძაღლების თავშესაფარში განთავსება მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოების WSPA-მოთხოვნების გათვალისწინებით კონტროლის დაწესება ცხოველთა უსისტემო ბაზრობებზე. დაინტერესებული საზოგადოებების ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვა პრობლემის მოგვარების პრაქტიკული გზებით.
ქვეყანაში არსებობს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”, რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. ალბათ არაერთი სიუჯეტი გვინახავს ტელევიზიით ან გვსმენია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემის ძირითადი არსის შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა თუმცაღა რა თავშესაფაარზეა საუბარი როცა ქვეყანას თუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნია სადაც ცხოველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.მახსენდება ერთი საზარელი ფაქტი რომელიც გასულ წელს მოვისმინე საინფორმაციო გადაცემაში,ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე ბავშვებმა ცოცხლად გაატყავეს და ხეზე ჩამოკიდეს კატა.აქედან გამომდინარე მე მიჩნდება შეკითხვა თუ რატომ აქვს ჩვენს საზოგადოებას პრეტენზია მაღალ სამოქალაქო ცნობიერებაზე როცა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ესეთ სისასტიკეს სჩადიან ჩვენ კი გულგრილად ვუყურებთ ყოველივე ამას და შემდეგ ყოველივე ეს მხოლოდ გაჭორვის საგანი ხდება,სინამდვილეში კი ამ დანაშაულის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.
ჩვენს ქვეყანაშიი უპატრონო ძაღლების ზრდა დაიწყო მე_20 საუკუნის 90_იანი წლებიდან. ეს ის პერიოდია როდესაც ორი პოლიტიკური მხარის შეუთანხმებლობიტ დაიწყო სამოქალაქო ომი და ამ დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირის წარმოქმნას. მოსახლეობას აღარ ჰქონდა უნარი იმისა რომ შინაური ცხოველები გამოეკვება, ამიტომ ამგვარ ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყველა ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი გამრავლება და დღეს ისინი საქართველოს ყველა ადგილას გვხვდებიან. მათი მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირებულია გურჯაანის რაიონში. აქ ძაღლების თავდასხმის 754შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობის გამოკითხულთა 99 % მართებულად მიიჩნევს მათ გაქრობას ქუჩებიდან. მიზეზი საერთოა_ მათი აგრესიის შიში, ანტისანიტარია, ინფექციების გავრცელება.


ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ქალაქებისა და რაიონების გაწმენდა უსახლკარო ცხოველებისგან. თუმცა მათი დახოცვა არაჰუმანურია, ხოლო პატრონობა შეუძლებელი.
ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხდება, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში დაიწყება უსახლკარო ძაღლების მოგროვება და “გადახარისხება”. ჯანსაღი ძაღლები მოთავსდებიან დაწესებულებებში საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვა, ხოლო ის ცხოველები რომლებიც არიან ინფექციის მატარებელნი მოხდება მათი ლიკვიდაცია. ამგვარი პროცესი ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ძაღლებს უკეთებენ ვაქცინას რათა შეფერხდეს მათი გამრავლება.
თუმცა როგორც გაირკვა თბილისში, კერძოდ ნუცუბიძის მეორე პლატოზე არსებობს დაწესებულება სახელწოდებოთ “GSPSA”, რომელიც ამგვარ ცხოველებს უზრუნველყოფს თავშესაფარითა და საკვებით.
ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილია დაწესებულება სადაც ხდება საშიში და ინფიცირებული უსახლკარო ძაღლების ლიკვიდაცია.მიუხედავად იმისა რომ ეს დაწესებულება 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს და დამაარსებელთა თქმით აქტიურადაც თბილისში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და რაც მთავარია ისინი მეტად საშიშნი ხდებიან


საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA დაფუძნდა 2006 წლის 18 ივლისს. საზოგადოების შექმნისა და დაფუძნების იდეა მის იურიდიულ აღიარებამდე რამოდენიმე წლით ადრე არსებობდა. მთავარი მიზეზი კავშირის შექმნის მდგომარეობს საქართველოში და კავკასიის რეგიონში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მექანიზმის მოგვარებაში, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლისა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში მის ასახვაში. კავშირის იურიდიულ რეგისტრაციამდე სამი წლით ადრე კავშირის ამჟამინდელი წევრების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უსახლკარო ძაღლებისა და ლეკვების თავშესაფარი, რომელშიც რამოდენიმე ასეულმა ცხოველმა დაიდო ბინა და შემდგომში ჩაბარდა ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს. ძაღლისა და ლეკვების თავშესაფარი დღესაც ფუნქციონირებს.კავშირი მოქმედებს საკუთარი წესდების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 18 ივლიის # 851 გადაწყვეტილებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий